top of page

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

 

1.1.  საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაცია   წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

         

1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.       ასოციაციის სახელწოდება:  საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაცია.

 

 

  1.    სამართლებრივი ფორმა –  კავშირი

1.5.  იურიდიული მისამართი:   თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. VII კვ. 25კორ.     N105

1.6.   ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართი:

         geophysicaltherapy@gmail.com

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

1.8.    ასოციაციის საქმიანობის მიზნები:

            1. ჯანდაცვის სფეროს - ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული საქმიანობის, განათლებისა და კვლევის  ხელშეწყობა და განვითარება,  ეთიკის პრინციპების, კანონის მოთხოვნების და ხარისხის სტანდარტების მხარდაჭერის გათვალისწინებით.

            2. ფიზიკური რეაბილიტაციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებისამებრ, სხვადასხვა ბარიერების დაძლევის მიზნით, და შესაბამისი სტარატეგიის გაზიარება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობის გასაძლიერებლად.

            3. ფიზიკური თერაპიასა და რეაბილიტაციში ცოდნის, უნარების და სათანადო ინტერვენციების ტექნიკის გაუმჯობესება პროფესიის განვითარების მხარდაჭერის მიზნით.

          4. ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის დარგში სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეწყობა, ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

1.9.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.10.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

 

 

 

მუხლი 2

ასოციაციის დამფუძნებლები

 

2.1.   საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

 

- ლელა მასხულია. პ/ნ01008028918. თბილისი. ყიფშიძის ქ. N14. ბ.43.  12.10.1964

 

- ვალერი ახალკაცი.    პ/ნ 59001011459. გორი. სააკაძის ქ. N5.   20.09.1963

 

- ნინო სისაური.   პ/ნ 01024074147. თბილისი,ვ–ჯ. პ.სარაჯიშვილის ქ. N23. 17.09.1990

 

- მარინა მათიაშვილი. პ/ნ 01005001277. თბილისი. ფალიაშვილის ქ. N15. 01.02.1961

 

-  მარიამ ბახუტაშვილი.  პ/ნ 01024085862. თბილისი. პეკინის N39.  ბ25. 24.04.1993

 

- გიორგი ჩანგელია.  პ/ნ 01008026076. თბილისი. ცხვედაძის ქ. N16.  21.05.1989

 

კახაბერ ჭელიძე.     პ/ნ  33001011968.  თბილისი. ზარზმის  ქ. N5.  14.10.1965

                   

მუხლი 3

ასოციაციის მართვა

 

       3.1.   ასოციაციის  უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს

       დამფუძნებელთა საერთო კრება.

       3.2.   დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევა ხდება წელიწადში ერთხელ

       ან რიგგარეშე მოწვეა ხდება ასოციაციის პრეზიდენტის ან

        დამფუძნებელთა 50% +1 მოთხოვნით.

       3.3.კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ კრებას ესწრება

        დამფუძნებელთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

მუხლი 4

ასოციაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

 

4.1. ასოციაციას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს მისი პრეზიდენტი, რომელიც  აირჩევა 4 წლის ვადით დამფუძნებელთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

ერთიდაიგივე პირის არჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე დასაშვებია მხოლოდ ორჯერ.

   პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ასოციაცის მიმდინარე საქმიანობას, განაგებს ასოციაციის  ქონებას და ფულად სახსრებს თავისი უფლება მოსილების ფარგლებში.

 ასოციაციის პრეზიდენტად დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეულია მარიამ ბახუტაშვილი. დაბადებული ქ.თბილისში. 24.04.1993, მცხოვრები თბილისი. პეკინის N39. ბ.25.  პ/ნ 01024085862

           

4.2.  პრეზიდენტი წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, ასოციაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.

 4.3.  პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან გენერალურ მდივანს, 3 ვიცეპრეზიდენტს და აპარატის სხვა თანამშრომლებს. წაახალისებს ან ადებს დისციპლინარულ სასჯელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს განკარგულებებს და ინსტრუქციებს.

 4.4.  პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება გენერალურ მდივანს ან ერთ–ერთ ვიცე პრეზიდენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

4.5. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტები  ინიშნება პრეზიდენტის მიერ და ხელმძღვანელობენ პრეზიდენტის დავალებით და ასოციაციის წესდების გათვალისწინებით  საქმიანიობის ცალკეულ მიმართულებებსა და სამსახურებს.

 4.6.  ასოციაციის გენერალური მდივანი ინიშნება პრეზიდენტის მიერ და აწარმოებს ასოციაციის საქმოიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და პასუხისმგებელია მათი აღრიცხვის და წარმოების ხარისხზე. ამზადებს კრებებს, შეხვედრებს, სხდომებს, კონფერენციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას.

მუხლი 5

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

       

5.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი 18 წლის

ასაკიდან (მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ან უცხოეთის მოქალაქე) თუ იგი აღიარებს ასოციაციის წესდებას და გამოხატავს მის მხარდაჭერას.

5.2. ასოციაცია შედგება წევრების, იურიდიული წევრებისა და საპატიო წევრებისაგან.

5.3.  ასოციაციაში გაწევრიანება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე პრზიდენტის  გადაწყვეტილებით.

5.4. ასოციაციის საწევრო გადასახადის ოდენობას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსაზღვრავს მისი პრეზიდენტი  ცალკე განკარგულებით.

5.5. ასოციაციის ყველა წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ყველა ღონისძიებაში და არჩეული ან დანიშნული  იქნას ასოციაციის ნებისმიერ

სამუშაო ორგანოში.

5.6. ასოციაციის წევრი ვალდებულია დაიცვას ასოციაციის წესდება და ინტერესები.

5.7.  ასოციაციის ის წევრი, რომელმაც    დიდი წვლილი შეიტანა მის საქმიანობაში, პრეზიდენტის წარდგინებით შესაძლებელია არჩეული იქნას ასოციაციის საპატიო წევრად ან საპატიო პრეზიდენტად დამფუძნებელთა სიითი უმრავლესობით.

5.8.  ასოციაციიდან გასვლა ნებაყოფლობითია.

5.9. ასოციაციის წევრობიდან გარიცხვა ხდება დამფუძნებელთა საერთო კრების მიერ  ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

მუხლი 6

ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 

6.1.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელთა კრება.

           6.3.       ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

           6.4.   გადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 

6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

         6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

       6.9. ასოციაცია საქმიანობას წყვეტს დამფუძნებელთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედის გადაწყვეტილებით.

       6.10. ლიკვიდაციის შემთხვევაში ასოციაციის დამფუძნებლები საკუთარი შემადგენლობიდან ქმნიან სალიკვიდაციო კომისიას სამი პირის შემადგენლობით

     6.11. სალიკვიდაციო კომისის შექმნის მომენტიდა ასოციაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება უქმდება და ქონება და სახსრები გადადის კომისიის განკარგულებაში.

    6.12.  განცხადება ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიში.

                                                              მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

 

7.1.      წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

7.2.      თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

7.3       ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

                                        ​

bottom of page