top of page

GAPTAR

საქართველოს ფიზიკური თერაპიის
და რეაბილიტაციის ასოციაცია

ძვირფასო მეგობრებო

ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა საშუალების გამოყენებას უნარშეზღუდულ პირთა ოპტიმალური სოციალური ინტეგრაციის მიზნით. ეს დეფინიცია მოიცავს კლინიკურ რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი მონაწილეობის კონცეფციას, როგორც აუცილებელ კომპონენტს, რაც გულისხმობს სოციალური გარემოს “მორგებას” უნარშეზღუდულ პირთა საჭიროებებზე, და სხვადასხვა ბარიერების (სოციალური თუ პროფესიული) დაძლევას.
რეაბილიტაცია წარმოადგენს პროცესს, რომელიც ეხმარება ინდივიდს დარღვეული ფუნქციის, მოქმედების დამოუკიდებლობის და ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად მაღალ დონეზე აღდგენას. რეაბილიტაციის პროცესში შესაძლოა არ მოხდეს დაავადებით ან ტრავმით გამოწვეული დაზიანების სრული ალაგება, მაგრამ შესაძლებელია პაციენტის ოპტიმალური ჯანმრთელობის, ფუნქციონირების და კეთილდღეობის აღდგენა.  

ფიზიკური თერაპია და                  რეაბილიტაცია

bottom of page