top of page
 06.09.2022

საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაცია გაცნობებთ, რომ 2022 წლის 8 სექტემბერს იწყება მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელიც დასრულდება 15 სექტემბერს კონფერენციით.  მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის საერთაშორისო დღე არის 8 სექტემბერი, რომელიც წარმატებით აღინიშნება საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში. 2022 წელს, მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებულია ოსტეოართრიტის მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ფიზიკური თერაპიის როლზე.

საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის ორგანიზებით, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის კვირეულთან დაკავშირებით ჩატარდება საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან, რომლის მიზანიც არის მათში ცნობიერების ამაღლება აღნიშნული პათოლოგიის მართვის პროცესში  ფიზიკური თერაპიის როლის შესახებ.

2022 წლის 15 სექტემბერს, 18:00 საათზე, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში,  მე-3 სართულზე, საკონფერენციო აუდიტორია A-ში ჩატარდება მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის დღესთან დაკავშირებული კონფერენცია თემაზე: ფიზიკური თერაპიის როლი ოსტეოართრიტის სარეაბილიტაციო მართვაში.

მონაწილეთა წინასწარი რეგისტრაციის მიზნით დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: geophysicaltherapy@gmail.com

15.08.2022.
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა და საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაცია(https://www.gaptar.com/...) იწვევს მსმენელებს აკვათერაპიის სასწავლო კურსზე დასასწრებად. (12-16 სექტემბერი)
აკვათერაპიის ერთკვირიან სასწავლო კურსს ჩაატარებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ფიზიკურ თერაპევტთა და აკვათერაპევტთა ასოციაციის წევრი, სერთიფიცირებული აკვათერაპევტი ჟაკლინ პეტმენი
https://www.aquaticphysiotherapy.co.uk/
მეტი ინფორცასიითვის გადადით ლინკზე  :https://www.facebook.com/kenwalkerclinic

ქეთი სივსივაძეს ვულოცავთ საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტად არჩევას და ვუსურვებთ  წარმატებებს მომავალ საქმიანობაში საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რებილიტაციის შემდგომ წინსვლაში!

ასოციაციის დამფუძნებლები.

05.03.2022

keti.jpg

გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ!

                                             ↓↓↓

0001.jpg
0001.jpg
0002.jpg
86488521_3536532083088873_69869989768976
87090109_211828309861358_185725604333617
86720947_1262560923952365_39491307740699
85254613_555255098532673_710120657681960

საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაცია გილოცავთ მსოფლიოს ფიზიკური თერაპიის საერთაშორისო დღეს და გიწვევთ ამ დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 6 სექტემბერს 18:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე სასწავლო კორპუსში, სართული 3, აუდიტორია 306. გთხოვთ მობრძანდეთ!

        2019 წლის 08-13 მაისს ჟენევაში გაიმართა ფიზიკური თერაპიის მსოფლიო კონფედერაციის ( WCPT-ეს)  კონგრესი, სადაც  ოფიციალურად იქნა აღიარებული საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაცია (GAPTAR) სრულუფლებიან წევრად.

      აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციის (GAPTAR-ის) პრეზიდენტი მარიამ ბახუტაშვილი და ვიცე– პრეზიდენტი ლევან ახალკაცი.

       აღნიშნული კონგრესის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც WCPT-ს პრეზიდენტ Emma Stokes- სა და ევროპის რეგიონის ხელმძღვანელ Esther Mary-ის , ასევე სხვადასხვა ქვეყნების ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციების წარმომადგენლებთან.

        საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაცია (GAPTAR) ულოცავს ყველა ასოციაციის წევრს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას პროფესიულ განვითარებაში ფიზიკური თერაპიის მსოფლიო კონფედერაციის  სტანდარტების

შესაბამისად.

გაცნობებთ,რომ ა/წ 26 დეკემბერს თსსუ–ს მე 4 სასწავლო კორპუსში მე–3 სართულზე 306 აუდიტორიაში  18:30 სთ.–ზე  გაიმართება საფთრა–ს 2018 წლის  კონფერენცია 

    დღის წესრიგი: 

                                                                           მემორანდუმი

2018 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ასოციაციას შორის.

  • მემორანდუმის ძირითადი მიზანი მოიცავს აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების (შემდგომში „პროგრამა“) განხორციელების ხელშეწყობას.

  • მემორანდუმის მიზანია მხარეთა ერთობლივი საქმიანობით შეიქმნას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ფიზიკური თერაპევტებითა და რეაბილიტოლოგებით დაკომპლექტებული, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კლინიკური ბაზა, სადაც განხორციელდება კლინიკური დისციპლინების დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება, სამედიცინო კვლევები, ფიზიკური თერაპევტების და რეაბილიტოლოგების აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და ყველა სხვა ამოცანები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოსში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით.

  • „უნივერსიტეტის“  და  „ასოციაციის“ ერთობლივი „პროგრამების“ მოცულობა და საქმიანობის სფერო განისაზღვრება უნივერსიტეტის საგანმანათლებო და სამეცნიერო-კვლევითი მოთხოვნების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

                                                          

18:30-18:40 - კონფერენციის გახსნა - საქართველოს ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის > საფთრა< გენერალური მდივანი- ნათია ჯღამაძე.

18:40-19:00 -ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის სამეცნიერო ჯგუფის მოხსენება.

19:00 -19:15 - ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის  ასოციაციის პრეზიდენტის 2018 წლის საანგარიშო მოხსენება. საფთრა-ს - პრეზიდენტი- მარიამ ბახუტაშვილი.

19:15-19:30  -  ფიზიკური თერაპევტის ეთიკის კითხვარი (სამხრეთ ავსტრალიისა და ვენის უნივერსიტეტის პროგრამა) საფთრა-ს - ვიცე პრეზიდენტი - ქეთევან სივსივაძე.

19:30-20:30 - ინტრაარტიკულური კორტიკოსტეროიდული თერაპიის როლი ორთოპედიულ პრაქტიკაში . მომხსენებელი: ვახტანგ გვაზავა - ორთოპედ- ტრავმატოლოგი.

20:30-20:45 - 2019 წლის თებერვალში დაგეგმილი ტრენინგი: კლინიკური და ფუნქციური შეფასება საყრდენ მამოძრავებელი სისტემის რეაბილიტაციაში. საფთრა-ს ვიცე პრეზიდენტი- თემურ კაკაბაძე.

20:45-21:30 -   ოლიმპიურ გუნდებში წარმატებით მომუშავე რეაბილიტოლოგების დაჯილდოვება. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის გენერალური მდივანი - ზურაბ კახაბრიშვილი.

21:30 -ფურშეტი 

                                                                                                               

                                                                             ასოციაციის    პრეზიდენტი:          მ.ბახუტაშვილი

                        დაინახე ყველა-ფერი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს ანტი-სტიგმა კამპანიას - დაინახე ყველაფერი.  ის მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თსსუ-ის სტუდენტებთან. შეხვედრაზე მოხდება, დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ. 

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

მაგული შაღაშვილი - გაეროს ბავშვთა ფონდი;
მაია შიშნიაშვილი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით.

თარიღი:5 დეკემბერს;
დრო: 15:00 საათზე;
ლოკაცია: თსსუ-ის მე-4 სასწავლო კორპუსი, 306 სალექციო აუდიტორია.

dainaxeyvelaferi_1543832475.png

განხორციელებული საქმიანობა

  •  7 ივლისი 2017- საქართველოს ფიზიკური თერაპიისა  და რეაბილიტაციის ასოციაციის (GAPTAR) დამფუძნებელი კრება.

  •  08 სექტემბერი 2017 - მსოფლიო ფიზიკური თერაპიის დღისადმი მიძღვნილი  ასოციაციის კონფერენცია 

    

მომავალი გეგმები

  • ნოემბერი 2017 - ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის საქართველოს თსუ-ს თანამშრომლობისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური თერაპიის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მემორანდუმის ოფიციალური რეგისტრაცია.

  •  ნოემბერი-დეკემბერი 2017 - საქართველოში ფიზიკური თერაპიის პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევა.

  •  ნოემბერი-დეკემბერი 2017 - GAPTAR –ის ვებ-გვერდის შექმნა.

  • 2018 წლის თებერვალი - - GAPTAR– ის აქტიური მუშაობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ფიზიკური თერაპიის პროფესიული სტანდარტების განვითარების შესახებ.

  • 2018 წლის ივნისი - GAPTAR - ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია (თბილისი).

  • 2018 წლის ივლისი - GAPTAR–ი  იწყებს  თანამშრომლობას   SPRING (ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარებას საქართველოში) პროექტს.

  • 2018 წლის ოქტომბერი - საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ფიზიკური თერაპიის პროგრამების განვითარების ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავების საკითხებს მიძღვნილი  GAPTAR –ის სემინარი.

სასიამოვნო სიახლე WCPT-დან!

Dear Mariam

 

I am very pleased to inform you that at the meeting of the WCPT Executive Board held on 22nd April 2018, the Georgian Association of Physical Therapy and Rehabilitation was approved as a provisional member of the WCPT.  The Executive Board will now recommend to the next General Meeting of WCPT that the Georgian Association of Physical Therapy and Rehabilitation be admitted to full membership.

Congratulations on being approved as a provisional member of WCPT.  If you have any questions about WCPT or the membership process, please do not hesitate to contact me.

Yours sincerely

Jonathon Kruger 
Chief Executive Officer

bottom of page