top of page
მარიამ ბახუტაშვილი
პირველი პრეზიდენტი
საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაცია განახორციელებს საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს დარღვეული ფუნქციის, მოქმედების დამოუკიდებლობის და ცხოვრების ხარისხის ოპტიმალურ დონეზე აღდგენის პროცესის შესაბამის ცოდნას და აქტივობებს. ეს, ჩვეულებრივ, გულისხმობს პიროვნების იმ საშუალებებით აღჭურვას, რაც მიაღწევინებს მას ავტონომიის და დამოუკიდებლობის მისთვის სასურველ დონეს, ადამიანის უფლებებთან შეთავსებადი პროფესიული, სოციალური და რეკრეაციული აქტივობების ჩათვლით. ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, რეაბილიტაცია გულისხმობს „ყველა საშუალების გამოყენებას შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ოპტიმალური სოციალური ინტეგრაციის მიზნით“. 2017წ.
bottom of page